ლაგოდეხში 16 წლის მოსწავლის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
ლაგოდეხში 16 წლის მოსწავლის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მეორე დღეა 16 წლის გოგოს ეძებენ, რომელიც გუშინ ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე გურგენიანის ჩანჩქერზე თანაკლასელებთან ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები. დილიდან სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც ჩაერთნენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთმა მაშველმა განუცხადა, მაშველები ცდილობენ წყლის მიმართულების ნაწილობრივ შეცვლას.

სამძებრო სამუშაოებში ასამდე ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობიდან მოხალისეები.

თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.