სოფელ კაბალში არასრულწლოვნის მშობიარობასთან დაკავშირებით  გამოძიება დაიწყო
სოფელ კაბალში არასრულწლოვნის მშობიარობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის ერთ- ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ იმშობიარა.

სკოლის პედაგოგების ინფორმაციით, გოგონა კლასში ავად გახდა, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, აღმოჩნდა, რომ გოგონა ორსულად იყო და რამდენიმე საათში იმშობიარა.

მასწავლებლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ გოგონას ორსულობა ვერ შენიშნეს და სავარაუდოდ, არც თავად იცოდა, ორსულად თუ იყო. მათივე ინფორმაციით, ბავშვის გაჩენის შემდეგ გოგონა მშობლებს გამოუტყდა, რომ 40 წლამდე მამაკაცმა გააუპატიურა.

არასრულწლოვანის გაუპატიურების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს ლაგოდეხის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ჩიკვაიძე.

„რომ მოხდა, გავიგე მედიიდან, მაგრამ მე ვერც სკოლას დაგისახელებთ და ვერც სხვა რამეს გეტყვით“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.

მომხდარი ფაქტი საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა შს სამინისტრომ, სადაც განაცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.