ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან კარანტინში საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს მოათავსებენ
ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან კარანტინში საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს მოათავსებენ

საქართველოს სამ მოქალაქეს, რომლებიც ირანში იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან თბილისში საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ. სამივე მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია.

როგორც საქართველოს პირველ არხს ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა, მაკა ხმალაძემ განუცხადა, სამივე მძღოლმა სატვირთო მანქანით საქართველოს საზღვარი 22 თებერვალს გადაკვეთა, ირანში დაიტვირთა მანქანა და დღეს ლაგოდეხის საბაჟოს გავლით სამშობლოში ბრუნდებოდნენ.

„მათ კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა მაინც სპეციალური მანქანით მათი საკარანტინო ზონაში გადაყვანა მაინც მოხდება. რაც შეეხება მანქანებს, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების შემდეგ მოხდება მათი საზღვარზე გადმოყვანა“, – განმარტავს ხმალაძე.

გუშინ, თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გადაიყვანეს.