ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივების თქმით, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა, ერთი წლის წინ, ხე-ტყით დატვირთული სამი ავტომანქანა მფლობელებს ჩამოართვა და საჯარიმოზე გადაიყვანა.

აქციის მონაწილეების თქმით, ჯარიმის გადახდის და სასამართლოს მიერ ორ შემთხვევაში გამამართლებელი გადაწყვეტილების მიუხედავად, მათ ავტომობილებს ერთი წელია არ უბრუნებენ. ადგილობრივებმა ჩამორთმეული სატვირთოების დროული დაბრუნება მოითხოვეს.

აქციის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ სამიდან ორი სატვირთო მანქანა დღეს ორ მფლობელს უკან დაუბრუნეს და საჯარიმოზე ხე-ტყით დატვირთული ერთი ავტომობილი რჩება.

 

დატოვე კომენტარი