ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მსხალგორში მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმისშვილმა ბიძა მოკლა.

სოფელში ჰყვებიან, რომ შუახნის მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ძმისშვილი ხშირად სტუმრობდა, რომელსაც პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, თუმცა მკვლელობის მოტივზე ვერ საუბრობენ.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები იმყოფებიან.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.