ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები და სათბურები დააზიანა

11:39, 22.04.2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურისა და ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ძლიერი ქარის შედეგად, საცხოვრებელი სახლების სახურავები და სათბურები დაზიანდა. ასევე, ცალკეულ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

დილიდან მერიის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და შექმნილ ვითარებას სწავლობენ. მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.

ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული ზარალის ოდენობა და ის, თუ რა ტიპის დახმარების გაწევას შეძლებს მუნიციპალიტეტი.

მსგავსი