ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჭარბი ნალექის გამო რამდენიმე სოფელი დაიტბორა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჭარბი ნალექის გამო რამდენიმე სოფელი დაიტბორა

გადაუღებელი წვიმების შედეგად ლაგოდეხში მდინარე კაბალი ადიდდა. მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები.

ჭარბი ნალექის გამო მომატებული გრუნტის წყლებისგან დაიტბორა ოცამდე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცოდნისკარში, აფენსა და კაბალში ადგილზე მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში მაშველები ეხმარებიან.

როგორც პირველ არხს ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, წვიმების გაგრძელების შემთხევაში არსებობს მდინარე კაბალის ნაპირიდან გადმოსვლის საშიშროება, რაც გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას.

დატოვე კომენტარი