ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში.

80 წლის მამაკაცს, რომელის საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა, ,,ალფა რომეოს,, მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ხანდაზმული მამაკაცი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც პირველ არხს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.