ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. თემში რეგისტრირებულ 4000-ზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის მოუწევს. თემში შემავალ 10 სოფელში ოთხი საარჩევნო უბანია გახსნილი. პირველი ამომრჩეველი დილის 08:00 საათზე დაფიქსირდა.

აფენის თემიდან საკრებულოს დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის სამი კანდიდატი იბრძვის –  „ქართული ოცნებიდან“ ომარ შველიძე, „ევროპული საქართველოდან“ მალხაზ მელაშვილი და დავით ბეგლარაშვილი „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“.

ლაგოდეხში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია კობახიძემ საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის გარდა ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებშიც იმართება.