ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 42 წლის ქალი სავარაუდოდ შვილმა დაჭრა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 42 წლის ქალი სავარაუდოდ შვილმა დაჭრა

კახეთში ახალგაზრდა ქალი, არსებული ინფორმაციით, შვილმა დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში მოხდა.

42 წლის ქალს ჭრილობები მუცლის, გულმკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსა. ქალს სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მეზობლების ინფორმაციით, დედა-შვილს შორის გარკვეულ საკითხზე უთანხმოების შემდეგ, 17 წლის მოზარდმა დედას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია. მას ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავები კითხავენ.