ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლების 54%-მა მისცა ხმა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლების 54%-მა მისცა ხმა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა და ოთხივე უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. თემში შემავალ 10 სოფელში რეგისტრირებული 4 000 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 54%-მა.

N15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის განცხადებით, არც ერთ უბანზე დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაწერილა.

ლაგოდეხის აფენის თემში საკრებულოს დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი – „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოსა“ და „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემის გარდა, საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები ჩატარდა ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები ჩატარდა შვიდ საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობს. საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკო-სთან ერთად ორგანიზებას ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიები უწევდნენ. არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ხუთი დამკვირვებელი აკვირდებოდა.

დატოვე კომენტარი