ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნები დაიხურა
ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნები დაიხურა

ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნები დაიხურა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები ჩატარდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები ჩატარდა შვიდ საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობს.

საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკო-სთან ერთად ორგანიზებას ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიები უწევდნენ. არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ხუთი დამკვირვებელი აკვირდებოდა.

დატოვე კომენტარი