ლაფანყურიდან ნაფარეულისკენ მიმავალი ავტომობილი ხრამში გადავარდა და აფეთქდა
ლაფანყურიდან ნაფარეულისკენ მიმავალი ავტომობილი ხრამში გადავარდა და აფეთქდა

ლაფანყურიდან ნაფარეულისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი მოსახვევიდან ხრამში გადავარდა და აფეთქდა. შემთხვევა 16 ნოემბერს მოხდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ შეძლო და 34 წლის მამაკაცი მანქანში დაიწვა.

კიდევ ერთი მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

ავტორი: ჟანა დიდებაშვილი