ლადო მესხიშვილის თეატრმა 164-ე თეატრალური სეზონი პრემიერით დაასრულა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა 164-ე თეატრალური სეზონი პრემიერით დაასრულა.
წარმოდგენილი იყო ანა დობროვას პიესის მოტივებზე შექმნილი სპექტაკლი „ნოემბრის სითბო“, რომლის დამდგმელი რეჟისორიც თათა პოპიაშვილია.
სპექტაკლი ეხმიანება თანამედროვე გამოწვევებს – ემიგრაციას, დრამატული სიყვარულის ისტორიას, ადამიანური ყოფიერებით დროში მოგზაურობას.
რეჟისორ თათა პოპიაშვილის თქმით, მესხიშვილის თეატრის დასთან მეორედ იმუშავა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, არაჩვეულებრივი და საიმედო გუნდია. ბევრ წარმატებას და საინტერესო პროექტს ვუსურვებ თეატრს. მადლიერი ვარ, რომ ამ თეატრში ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კარი ღიაა“, – განაცხადა თათა პოპიაშვილმა.