ლადო კახაძისა და შალვა შავგულიძის დებატები საქართველოს პირველ არხზე დღეს, 22:00 საათზე გაიმართება

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების – შალვა შავგულიძისა და ლადო კახაძის დებატები საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს გაიმართება.

დებატები 22:00 საათზე დაიწყება და საერთაშორისო მედიაში აპრობირებული ფორმატით წარიმართება. მონაწილე მხარეებს თანაბარი საშუალება ექნებათ, ამომრჩეველს გააცნონ საკუთარი ხედვა, უპასუხონ წამყვანისა და ერთმანეთის შეკითხვებს.

საქართველოს პირველმა არხმა პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს დებატებში მონაწილეობა საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით შესთავაზა.