ლადო კახაძისა და შალვა შავგულიძის დებატები საქართველოს პირველ არხზე 6 ივნისს, 22:00 საათზე გაიმართება
ლადო კახაძისა და შალვა შავგულიძის დებატები საქართველოს პირველ არხზე 6 ივნისს, 22:00 საათზე გაიმართება

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატები – შალვა შავგულიძე და ლადო კახაძე დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის წინადადებას დათანხმდნენ.

შესაბამისად, საქართველოს პირველი არხის ეთერში დებატები დაგეგმილია 6 ივნისს, ხუთშაბათს, 22:00 საათზე საერთაშორისო მედიაში აპრობირებული ფორმატით. მონაწილე მხარეებს თანაბარი საშუალება ექნებათ, ამომრჩეველს გააცნონ საკუთარი ხედვა, უპასუხონ წამყვანისა და ერთმანეთის შეკითხვებს.

დებატების ფორმატთან დაკავშირებით სხვა დეტალები „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებთან დამატებით შეთანხმდება.

საქართველოს პირველმა არხმა პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს დებატებში მონაწილეობა საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით შესთავაზა.