ლადო კახაძე - მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, გაითავისა და გაიაზრა ის წინადადებები, რომელიც შევთავაზე
ლადო კახაძე - მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, გაითავისა და გაიაზრა ის წინადადებები, რომელიც შევთავაზე

უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა, ვინც შეწუხდა, გაითავისა და გაიაზრა ის წინადადებები, რომელიც მე შევთავაზე, უფრო სწორად, რითაც მათ დამმოძღვრეს, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ განაცხადა.

„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება მოიტანა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანსაც, ვისაც ჩემთვის ხმა არ მოუცია პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ გულის სიღრმეში არის გარკვეული ნდობა ჩემს მიმართ და ალბათ ცხოვრება მოიტანს ამ ნდობის უფრო მეტად გაღვივებას. დიდი მადლობა განსაკუთრებით თქვენ, ჟურნალისტებო. მე თქვენ ექიმებს გეძახით საერთოდ. შინაგანი სამყაროს გარეთ გამოტანა შეგიძლიათ მიუკერძოებლად. თქვენ გააცოცხლეთ თავის დროზე ლადო კახაძე, მეორე ცხოვრება აჩუქეთ და შემოიყვანეთ პოლიტიკურ ველზე, ამიტომ ჩემთან ერთად აწი თქვენც აიღებთ პასუხისმგებლობას ჩემს ცხოვრებაზე და სრულიად საქართველოს ყველა ბინადარს თავისი აფხაზეთით, თავისი სამაჩაბლოთი, იმ ქართველებს, ვინც ჩვენი მიწის გარეთ ცხოვრობენ, ყველას დიდ მადლობას ვეუბნები, რომ ჩვენ ვარსებობთ, როგორც ასეთი, ქართული ფენომენი, რომელიც იცოცხლებს და მომავალს შეხედავს თქვენი თვალებით. ეს არის გამარჯვებული საქართველო“, – განაცხადა ლადო კახაძემ.