ლადო კახაძე - ბევრი ადამიანი გვეუბნება, როგორ ვითმენთ ამდენს, პირველი მესიჯი იყო, რომ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს
ლადო კახაძე - ბევრი ადამიანი გვეუბნება, როგორ ვითმენთ ამდენს, პირველი მესიჯი იყო, რომ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს

ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გარედან გვეუბნება, როგორ ითმენთ ამდენს, პირველი მესიჯი იყო ასეთი  – ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ლადო კახაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს თმენის ვალდებულება.

„ჩვენ გვაქვს თმენის დიდი ვალდებულება. წლის ბოლოს ბევრი საქმეა დასაგვირგვინებელი, ბიუჯეტია მისაღები, მიწის კანონი ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ლადო კახაძემ.