ლადო კახაძე - არჩევნების პერიოდში აშშ-ში თეთრი სახლის წინ დიდი გამოსვლები ვნახე, მაგრამ იქ დემონსტრანტები პოლიციელებთან ახლოსაც არ მისულან
ლადო კახაძე - არჩევნების პერიოდში აშშ-ში თეთრი სახლის წინ დიდი გამოსვლები ვნახე, მაგრამ იქ დემონსტრანტები პოლიციელებთან ახლოსაც არ მისულან

არჩევნების პერიოდში აშშ-ში ყოფნისას თეთრი სახლის წინ დიდი გამოსვლები ვნახე, მაგრამ იქ დემონსტრანტები პოლიციელებთან ახლოსაც არ მისულან, – ამის შესახებ ექიმმა რადიოლოგმა, ლადო კახაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იქ ასეთი წესია, პოლიციელი რომ გეტყვის გაჩერდიო, მისგან ორი მეტრის დაცილებით უნდა გაჩერდე. პოლიციელმა ამერიკის პრეზიდენტი რომ ვერ იცნოს და უთხრას, გაჩერდიო, პრეზიდენტიც უნდა გაჩერდეს. ხელი რომ გაანძრიო, ხელჯოხს დაგარტყამს. პოლიციელი იქ ფორმა და პიროვნება არ არის. როცა მას ფორმა აცვია, ის კონსტიტუციაა, კონსტიტუციას კი ყველა ამერიკელი პატივს სცემს. ამერიკელები ჭკვიანი და პრაგმატული ხალხია და მათგან ეს უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა კახაძემ.

მისი თქმით, ჩვენ ყველანი კონსტიტუციური ქვეყნის შვილები ვართ, თუ ეს ასე არ არის, ესე იგი, ჩვენი ბრალია, ჩვენ ვაშავებთ და თუ ვაშავებთ, კონსტიტუციას შეუძლია, ხელებში მოგვარტყას.

„თუ კონსტიტუციურ უფლებას გვილახავენ და ეს ფაქტი დადგინდა, მის დამრღვევსაც კონსტიტუცია სჯის. ამიტომ, აქ პარიტეტია დასაცავი და ყველამ თავისი როლი და ადგილი უნდა განსაზღვროს. ეს უფლებრივი და მოვალეობრივი ნაწილი კარგად უნდა გავიაზროთ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

დატოვე კომენტარი