იტალიურ საფეხბურთო კლუბ „ლაციოს“ სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, კლუბი მზად იქნება წინადადებების განხილვისთვის ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გასხვისების თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას „დეილი მეილი“ (Daily Mail) ავრცელებს.
სერბი ფეხბურთელით „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ ინტერესდებიან. 2019-2020 წლების სეზონზე მილინკოვიჩ-სავიჩს იტალიური კლუბის შემადგენლობაში 31 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან ხუთი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
პორტალი „ტრანსფერმარკტი“ (Transfermarkt.com) ფეხბურთელს 64 მილიონ ევროდ აფასებს.