“ლაციო” იტალიის თასის პირველი ნახევარფინალისტია

07:53, 27.12.2017

იტალიის თასის პირველი ნახევარფინალისტი რომის “ლაციო” გახდა. მეოთხედფინალურ მატჩში საკუთარ “ოლიმპიკოზერომაულმა კლუბმა ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა “ფიორენტინა” – 1:0. “ლაციოს” გამარჯვება ბოსნიელმა სენად ლიულიჩმა ​მე-5 წუთზე მოუტანა.

რომაელთა მეტოქე ნახევარფინალში ოთხშაბათს გაირკვევა, როცა მილანურ დერბიში “მილანი” და “ინტერი” შეხვდებიან ერთმანეთს.

კიდევ ორი მეოთხედფინალი უკვე 2018 წელს გაიმართება: 2 იანვარს – “ნაპოლი”-“ატალანტა“, 3 იანვარს – “იუვენტუსი”-ტორინო”.

მსგავსი