ლაცაბიძე და აზაროვი გატუზოს წინააღმდეგ - „შახტარი“ „ჰაიდუკს“ დაუზავდა #1TVSPORT
ლაცაბიძე და აზაროვი გატუზოს წინააღმდეგ - „შახტარი“ „ჰაიდუკს“ დაუზავდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებმა დონეცკის „შახტარში“ ხორვატული „ჰაიდუკის“ წინააღმდეგ ითამაშეს, რომელსაც ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ჯენარო გატუზო წვრთნის და მატჩი ფრედ დაასრულეს – 1:1.

ეს მეორე ტესტმატჩი იყო „შახტარისთვის“, რომელიც სეზონისთვის სლოვენიაში ემზადება. ამ მატჩში გუნდმა ისტორიაში პირველად არ ითამაშა ტრადიციულ შავ-ნარინჯისფერ ფორმაში, რომელიც უკრაინის დროშის (ლურჯ-ყვითელი) ფერებით ჩაანაცვლა.

აზაროვი „შახტარის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, მარცხენა მცველად თამაშობდა და შესვენებაზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 20 წლის ლუკა ლაცაბიძე კი მეორე ტაიმში გამოჩნდა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა.

გუნდს ჯერ არ შეერთებია გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა.