ლაბორატორიული კვლევით, ნაყინის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა [ვიდეო]

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება და სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქცია შეამოწმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ამ მიმართულებით 26 სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.

უწყების ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგან დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა.