ლა ლიგაში საბა საზონოვისა და გიორგი წიტაიშვილის გუნდების მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ლა ლიგაში „ჯვაროსნების“ დაპირისპირება გაიმართა – საბა საზონოვის „ხეტაფემ“ გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ დაასრულდა – 1:1.
საქართველოს ნაკრების ორივე მოთამაშე სათადარიგოებში იყო – წიტაიშვილი სტუმართა რიგებში 65-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე გამოჩნდა და საკმაოდ აქტიურობდა. საზონოვი კი ამჯერად მოედანზე არ შესულა.
მე-11 წუთზე ანგარიში „რაიო ვალეკანომ“ ალვარო გარსიას გოლით გახსნა. 28-ე წუთზე „ხეტაფეს“ საქმე კიდევ უფრო გართულდა, რადგან უხეშობისთვის ჯუნე გაუძევეს. მაგრამ 10 ფეხბურთელით დარჩენილმა მასპინძლებმა მარტინ სატრიანოს დარტყმით 56-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს.
ლა ლიგაში გამართული 9 ტურის შემდეგ „ხეტაფემ“ და „რაიო ვალეკანომ“ 9-9 ქულა დააგროვეს და მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილებს ინაწილებენ.