„ლა ლიგა“ 18 აგვისტოს დაიწყება, პირველი “ელ კლასიკო” 28 ოქტომბერსაა
გამოქვეყნდა ესპანეთის 2018-19 წლების ჩემპიონატის კალენდარი.
ლა ლიგას ახალი გათამაშება 18 აგვისტოს დაიწყება. ჩემპიონი “ბარსელონა” შინ მიიღებს “ალავესს”, “რეალი” ასევე საკუთარ მოედანზე შეხვდება “ხეტაფეს”. პირველი ტურის ცენტრალური მატჩი იქნება “ვალენსიასა” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება.
პირველი “ელ კლასიკო” 28 ოქტომბერს ბარსელონაში გაიმართება, “რეალი” კი “ბარსას” 3 მარტს უმასპინძლებს.
მადრიდული დერბი “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის 30 სექტემბერსა (“სანტიაგო ბერნაბეუზე”) და 10 თებერვალს (“ვანდა მეტროპოლიტანოზე”) გაიმართება.
ჩემპიონატი 2019 წლის 19 მაისს დასრულდება.