კვლევითი ცენტრი PMCG - დეკემბერში სასტუმროების ფასების ინდექსი, წინა თვესთან, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა
სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის და შემცირდა საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, – ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი გაიზარდა 4.3%-ით. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მცხთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში.
ხოლო 2025 წლის დეკემბერში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი 3.9%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, თბილისსა და აჭარაში.
„2025 წლის დეკემბერში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 99 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 150 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 245 ლარი. 2025 წლის დეკემბერში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 504 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში – 1040 ლარი, მცხეთა-მთიანეთში – 1001 ლარი და თბილისში – 639 ლარი“, – ნათქვამია კვლევაში.