კვლევის თანახმად, თბილისში საინვესტიციოდ პრიორიტეტულია სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის სექტორები 
კვლევის თანახმად, თბილისში საინვესტიციოდ პრიორიტეტულია სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის სექტორები 

თბილისის საინვესტიციო პოტენციალის მხრივ პრიორიტეტი სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ასევე ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს ენიჭება, – აღნიშნული ტენდენცია თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორულ კვლევაში გამოიკვეთა, რომელიც კომპანია „დელოიტ საქართველომ“ (Deloitte) წარადგინა.

კვლევა თბილისის მერიის დაკვეთით განხორციელდა. ღონისძიება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა.

კვლევა მოიცავს თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას, საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს.

კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს. იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაც სექტორში ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებსა და მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდამჭერ ღონისძიებებს მოიცავს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „დელოიტ საქართველომ“ იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით შეისწავლა წარმატებული მაგალითები რამდენიმე ევროპული ქალაქის მიხედვით და თბილისის მერიას წარუდგინა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მიმართულებით, მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით.