კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% საქართველოს მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% საქართველოს მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს

CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი მტერი ამჟამად რუსეთია.

ამავე კვლევაში მონაწილე 3%-ის თქმით, ქვეყნის მტერი ამჟამად თურქეთია. ხოლო 30%-მა არ იცის, რომელი ქვეყანაა ამჟამად საქართველოს მტერი.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25%-ის აზრით, საქართველოს მთავარი მეგობარი ამჟამად აშშ-ია, 7%-ის თქმით, აზერბაიჯანი, 7% – უკრაინა, 6% – თურქეთი, 6% – რუსეთი. 25%-მა არ იცის.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა, “კავკასიის ბარომეტრი 2017 “ წლის შედეგები დღეს წარადგინა. პრეზენტაცია მოსახლეობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზეა ფოკუსირებული.

კვლევში წარმოდგენილია მოსახლეობის პოზიცია რომელი ქვეყანა აღიქმება ხალხის მიერ საქართველოს მეგობრად და რომელი მტრად, რომელ გაერთიანებაში გაწევრიანებას უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობა – ევროკავშირში, ნატო-სა თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.

კავკასიის ბარომეტრი ერთადერთი გამოკითხვაა, რომელიც საქართველოში  2008 წლიდან ყოველწლიურად, 2013 წლიდან კი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ  ტარდება და აღწერს საქართველოს სრულფასოვანი მოსახლეობის შეხედულებებს საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე.