კვლევის თანახმად, ევროკავშირში დარჩენის მსურველი ბრიტანელების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
კვლევის თანახმად, ევროკავშირში დარჩენის მსურველი ბრიტანელების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ევროკავშირში დარჩენის მსურველი ბრიტანეთის მოქალაქეების რაოდენობამ 2016 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კომპანია YouGov-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევით, ევროკავშირში დარჩენას მოსახლეობის 56 პროცენტი უჭერს მხარს, ევროგაერთიანებიდან გასვლის მომხრე კი 44 პროცენტია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ, ეს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მაქსიმალური განსხვავებაა.

16 იანვარს ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში 1000-ზე მეტმა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

15 იანვარს ბრიტანეთის თემთა პალატაში ჩატარებულ კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ ბრიტანეთსა და ევროკავშირს მიღწეულ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა.