კვლევის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსის მუტაციების წინაღმდეგ ეფექტიანია — #1tvმეცნიერება
კვლევის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსის მუტაციების წინაღმდეგ ეფექტიანია — #1tvმეცნიერება

ფარმაცევტული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა, როგორც ჩანს, ეფექტიანი იქნება კორონავირუსის 16 სხვადასხვა მუტაციის წინააღმდეგ; ამის შესახებ გვამცნობს კვლევა, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის.

Reuters-ის ცნობით, Pfizer-ისა და ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა მიერ ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ ვაქცინას „გადაკეთება“ არ დასჭირდება, რათა იმუშაოს ბრიტანეთიდან გავრცელებული უფრო გადამდები შტამის წინააღმდეგ.

კორონავირუსის ბრიტანული ვარიანტი, სახელად B117 უკვე მრავალ ქვეყანაში დააფიქსირეს, მათ შორის, საქართველოშიც.

ვირუსების მუტაცია ჩვეულებრივი ამბავია და ამ დრომდე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ რომელიმე ასეთმა მუტაციამ COVID-19 უფრო სახიფათო გახადა, ვიდრე ახლაა. მიუხედავად იმისა, რომ მუტაციების წინააღმდეგ ვაქცინის მორგება შესაძლებელია, არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ამ დროისთვის ეს საჭიროა.

„უკვე გავტესტეთ 16 სხვადასხვა მუტაცია და რეალურად, დაავადებაზე არც ერთ მათგანს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა. ნამდვილად კარგი ამბავია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ მე-17 მუტაციაც შეიძლება ასეთი იყოს“, — ამბობს Pfizer-ის მეცნიერი ფილ დორმიცერი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.