კვლევის მიხედვით, იტალიის ერთ-ერთ ქალაქში ვირუსის მატარებელთა 40 პროცენტი უსიმპტომო იყო
კვლევის მიხედვით, იტალიის ერთ-ერთ ქალაქში ვირუსის მატარებელთა 40 პროცენტი უსიმპტომო იყო

„ფრანს 24“-ის ინფორმაციით, იტალიის ერთ-ერთ ქალაქში კოვიდინფიცირებულთა 40 პროცენტი უსიმპტომო იყო. გამოცემა ამ ინფორმაციას ჟურნალ nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქ ვოში, სადაც 3 200 ადამიანი ცხოვრობს, თებერვლის ბოლოს „კოვიდ-19“-ის პირველი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. ქალაქში დაუყონებლივ გამოცხადდა მკაცრი კარანტინი, კარანტინის პერიოდში მოსახლეობის 85 პროცენტს ტესტირება ჩაუტარდა.

ტესტების პასუხებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 40 პროცენტი ვირუსის უსიმპტომო მატარებელი იყო. ტესტირების შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვები „კოვიდ-19“-ით არ დაინფიცირებულან, მიუხედავად იმისა, რომ მათ კოვიდინფიცირებულთან ჰქონდათ შეხება.