კვლევის მიხედვით, იტალიაში სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ულტრამემარჯვენეების, მემარჯვენეებისა და ცენტრისტების ბლოკს აქვს
კვლევის მიხედვით, იტალიაში სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ულტრამემარჯვენეების, მემარჯვენეებისა და ცენტრისტების ბლოკს აქვს

იტალიაში სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ულტრამემარჯვენეების, მემარჯვენეებისა და ცენტრისტების ბლოკს აქვს, – ამის შესახებ აღნიშნულია კატანეოს ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლის მიხედვით, ალიანსს აქვს შესაძლებლობა, დაიკავოს 245 ადგილი 400-ადგილიან ქვედა პალატაში და 127 ადგილი 200-ადგილიან სენატში.

კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე წარმომადგენლობითი პარტია ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმები“ იქნება. ბლოკის საარჩევნო დაპირებების საფუძველზე, გამარჯვების შემთხვევაში, ალიანსი გადასახადების შემცირებას, პენსიების ზრდას და არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას გეგმავს.

კონსერვატიულ ბლოკში შედიან ჯორჯია მელონის ულტრამემარჯვენე „იტალიის ძმები“, მატეო სალვინის „ლიგა“, სილვიო ბერლუსკონის „წინ იტალია“ და რამდენიმე მცირე ცენტრისტული მოკავშირე.

დასავლური მედია წერს, რომ ერთ-ერთი ასეთი საკონსტიტუციო ცვლილება, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა, მთავარი პრიორიტეტია „იტალიის ძმებისთვის“, რომლის ლიდერი, ჯორჯია მელონი, კონსერვატორების გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდება.