კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპის რეიტინგი დაეცა
აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა. ამის შესახებ „როიტერი“ Ipso-სთან ერთად ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს. გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ ემხრობა დონალდ ტრამპის საქმიანობას, თუმცა 57% არ ემხრობა ამერიკის პრეზიდენტის მოქმედებებს.
„როიტერი“ წერს, რომ მაისის თვეში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ტრამპის მოქმედებებს არ ემხრობოდა 52%, რაც ხუთი პროცენტით ნაკლებია ოქტომბრის გამოკითხვებთან შედარებით.
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ 57% დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია.