კვლევის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის წევრების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ჯო ბაიდენი მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევისკენ არ უნდა მიისწრაფოდეს
კვლევის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის წევრების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ჯო ბაიდენი მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევისკენ არ უნდა მიისწრაფოდეს

დემოკრატიული პარტიის წევრების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ჯო ბაიდენი მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევისკენ არ უნდა მიისწრაფოდეს, – ამის შესახებ მეტყველებს გამოცემა „ჰილის“ მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევა, რომელიც „როიტერ-იპსოსმა“ ჩაატარა.

გამოკითხული რესპონდენტების 60% მიიჩნევს, რომ ბაიდენი პრეზიდენტობისთვის ზედმეტად ასაკოვანია.

დემოკრატების 44%-ი ამბობს, რომ ბაიდენმა კენჭი ხელმეორედ არ უნდა იყაროს.

გამოკითხულთა ორი მესამედი მიიჩნევს, რომ 2024 წელს არც ბაიდენმა და არც ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ბაიდენი ჰიპოთეტურ არჩევნებში 5%-ით უსწრებს ტრამპს.

ჯო ბაიდენმა 25 აპრილს ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს და კამპანიას იწყებს.