კვლევის მიხედვით, ბრიტანეთში ტერეზა მეის რეიტინგი რეკორდულად დაბალია
კვლევის მიხედვით, ბრიტანეთში ტერეზა მეის რეიტინგი რეკორდულად დაბალია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის რეიტინგი რეკორდულად დაბალია. გამოცემა Evening Standard – ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე ბრიტანეთის პრემიერის საქმიანობას დადებითად მხოლოდ გამოკითხულთა 30 პროცენტი აფასებს, რაც ხუთი პროცენტით ნკლებია გასული თვის მაჩვენებელთან შედარებით.

გამოკითხვის მიხედვით, დაეცა მთავრობის რეიტინგიც და ახლა მათ საქმიანობას დადებითად მხოლოდ გამოკითხულთა 22 პროცენტი აფასებს.