კვლევის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინელების რეკორდულ რაოდენობას ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობის არ სჯერა
ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინელების რეკორდულ რაოდენობას ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობის არ სჯერა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია Gallup-ის კვლევაში.
კითხვაზე, როდის გაწევრიანდება უკრაინა ნატო-ში, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თუ არასდროს, გამოკითხულთა 32-მა პროცენტმა უპასუხა, რომ გაწევრიანება შესაძლებელია ათი წლის განმავლობაში.
სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ჩატარებულ გამოკითხვებს შორის ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველაზე მაღალი ოპტიმიზმი იყო 2023 წელს, როდესაც 69 პროცენტს სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო.
17 პროცენტს სჯერა, რომ გაწევრიანება შესაძლებელია 10-20 წლის განმავლობაში, რვა პროცენტს კი – 20 წლის განმავლობაში. 33-მა პროცენტმა უპასუხა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების არ სჯერა. ეს ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.