კვლევა - საქართველოში ორი-ოთხი წლის ასაკის ბავშვებთან აქტივობებში მამების მხოლოდ რვა პროცენტია ჩართული
კვლევა - საქართველოში ორი-ოთხი წლის ასაკის ბავშვებთან აქტივობებში მამების მხოლოდ რვა პროცენტია ჩართული

ორი-ოთხი წლის ასაკის ბავშვების ადრეულ სტიმულირებასა და სათანადო მზრუნველობაში დედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (60 პროცენტი), ხოლო მამათა მონაწილეობა გაცილებით ნაკლებია (რვა პროცენტი). ამის შესახებ ნათქვამია მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შედეგებში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წარადგინეს.

ანგარიშში განმარტებულია, რომ მკვლევარებმა დაადგინეს 2-4 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებთან ერთადაც დედა, მამა ან შინამეურნეობის რომელიმე ზრდასრული წევრი გამოკითხვამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩართული იყვნენ აქტივობებში, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განათლებას და სკოლისთვის მზაობას. კერძოდ, ეს აქტივობები მოიცავს: წიგნების კითხვას და ილუსტრირებულ წიგნების დათვალიერებას, ზღაპრების მოყოლას, ბავშვების გასეირნებას გარეთ ან ეზოში, ბავშვებთან ერთად თამაშს და ბავშვებთან ერთად საგნების სახელების დასახელებას, დათვლა ან ხატვას.

დატოვე კომენტარი