კვირკველია საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში ორმა გამოცემამ დაასახელა
კვირკველია საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში ორმა გამოცემამ დაასახელა

რუსეთის პრემიერლიგაში საშემოდგომო ეტაპი დასრულდა და სპორტულმა გამოცემებმა განვლილი სეზონი შეაჯამეს. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ცენტრალური მცველი საბა კვირკველია წრის სიმბოლურ ნაკრებში ერთდროულად ორმა გამოცემამ დაასახელა – საერთაშორისო სტატისტიკის პორტალმა WhoScored-მა და Sports.ru-მ.

„ხორვატიის ნაკრების მცველის, ჩორლუკას არყოფნაში საბა დაცვის ლიდერი გახდა. უკანახაზელების სტატისტიკით შეფასება გაუმართლებელია. მაგრამ კვირკველიას ძალიან კარგი მაჩვენებლები გააჩნია. ის დაზღვევაზეც საიმედოდ თამაშობს (სხვების შეცდომებს ასწორებს) და სტანდარტულებზეც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მან “არსენალთან” და “რუბინთან” ორი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა – მიმდინარე სეზონში საბა ყველა პოზიციაზე სასარგებლოა“ – წერს Sports.ru.

რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრის შემდეგ “ლოკომოტივი” 45 ქულით გათამაშების ლიდერია და კონკურენტ “ზენიტს” 8 ქულით ასწრებს. კვირკველიამ კი ყველა 20 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.