კვირიკეს მოსახლეობა სოფლიდან ინერტული მასალის გატანას აპროტესტებს
კვირიკეს მოსახლეობა სოფლიდან ინერტული მასალის გატანას აპროტესტებს

ქობულეთის სოფელ კვირიკეს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი სოფლიდან ინერტული მასალის გატანას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ კლდის ნგრევამ ეკოლოგიური პრობლემები გამოიწვია, დაიბზარა სახლები. აქციის მონაწილეები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

„უკვე 12 წელია, აქედან ინერტული მასალა გააქვთ. აფეთქებენ კლდეს, ბიძგები იმდენად ძლიერია, სახლები დააზიანა. სამუშაოების შეჩერებას ვითხოვთ“, – განაცხადა ლევან მესხიძემ.

სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის – „ბაზალტის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ინერტული მასალა სოფლიდან ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გააქვს.

„აფეთქების ბიძგები დასაშვებ ნორმებშია, დასახლებიდან 4 კილომეტრია დაცილება და ის მოსახლეობას არ აზიანებს“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა რეზო ბაუჟაძემ.