კვიპროსზე, ნიქოზიის მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა
კვიპროსზე, ნიქოზიის მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა

კვიპროსზე, ნიქოზიის მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რაკეტა თურქეთის მეირ აღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსში, ნიქოზიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა.

როგორც ჩრდილოეთ კვიპროსის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ქუდრეთ ოზერსაიმ განაცხადა, რუსული წარმოების რაკეტა, სავარაუდოდ, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილია. კვიპროსელი თურქების ლიდერმა მუსტაფა აკინჯიმ მომხდარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციას დაუკავშირა.