კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

22:33, 29.08.2026

კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შემთხვევა კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, კეიპ გრეკოსთან მოხდა. ექვსი ადამიანის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კვიპროსის სხვადასხვა ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია. დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე რაიონში მეწყერი ჩამოწვა, ძლიერმა ქარმა კი ხეები მოგლიჯა.

მსგავსი