კვიპროსული გამოცემა – ოქრიაშვილს ისევ თურქეთში იწვევენ

11:38, 23.04.2020

კვიპროსულმა გამოცემა „ფილნიუსი“ ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემტევი ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს და რადგან ისევ თურქეთის სუპერლიგაში იწვევენ.

„თურქეთის ჩემპიონატმა, სადაც ითამაშა 2016-17 წლების სეზონში იჯარით „ეკსიჩერისპორის“ ფორმით ითამაშა, თორნიკე ოქრიაშვილი გულგრილი არ დატოვა. დრო გვაჩვენებს, გადაიქცევა თუ არა ოფიციალურ შეთავაზებად ინტერესი, რომლის შესახებაც ბოლო დროს ხმები აქტიურად ვრცელდება“, – წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, ქართველმა შემტევმა ზაფხულში სხვა გუნდში გადასვლა თემურ ქეცბაიასთან შეათანხმა: „28 წლის ფორვარდს „ანორთოსისთან“ ხელშეკრულება შემდეგი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. თუმცა, უფრო ძლიერ ლიგაში გადასვლის სურვილი გამოთქვა და ეს სურვილი თემურ ქეცბაიას არ გაკვირვებია. ის წინააღმდეგი არ იქნება“.

მსგავსი