კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილი კვიპროსის ჩემპიონატში აშკარად გამორჩეულია
კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილი კვიპროსის ჩემპიონატში აშკარად გამორჩეულია
„თორნიკე ოქრიაშვილი ის ფეხბურთელია, რომელიც ფამაგუსტას „ანორთოსისს“ სჭირდება” – ვკითხულობთ საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველზე გამოცემა „პროტატლიმაში“ გამოქვეყნებულ წერილში.
 
ჟურნალისტის აზრით„თორნიკე ოქრიაშვილი შესანიშნავი მოთამაშეა, თუმცა შარშანდელი სეზონში ტრავმების გამო შესაძლებლობის მაქსიმუმი ვერ აჩვენა: „ფამაგუსტას „ანორთოსისში“ სჯერათ, რომ ახალ სეზონში ქართველი ფეხბურთელი კიდევ უკეთესი იქნება და უფრო მეტი თამაშების ჩატარებას შეძლებს. თორნიკემ გასულ სეზონში ნამდვილად შეძლო ფორმაში შესვლა, რაც კვიპროსში მისი ჩამოსვლის მთავარი მოტივი იყო“.
„პროტატლიმას“ ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელს გამორჩეულ შემტევ ნახევარმცველს უწოდებს: „ის ტრავმებისგან გაწვალდა, ბევრი მატჩი გამოტოვა და თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად აშკარად ვერ აჩვენა. მაგრამ აშკარაა, რომ კარგი ფეხბურთელია. თემურ ქეცბაია ენდო, ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ოქრიაშილმაც მაღალი დონე აჩვენა. ქეცბაიასთვის ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. „ანორთოსისში“ ამიტომ მიიწვია და არც შემცდარა – ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ბევრი კარგი თამაში ჩაატარა, მასთან დაკავშირებული კითხვებს პასუხი გასცა და ასე ვიტყოდით, ოქრიაშვილი თავისი კლასით კვიპროსის ჩემპიონატში აშკარად გამორჩეული ფეხბურთელია“.