კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისს“ შეუძლია კაჭარავა გაყიდოს
კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისს“ შეუძლია კაჭარავა გაყიდოს

კვიპროსული გამოცემა „24 სპორტს“-ის ცნობით, ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ფინანსური პრობლემებია, რომლის მოგვარებაც კლუბს რამდენიმე მოთამაშის გაყიდვით სურს, ასეთ ფეხბურთელებში კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავაც დაასახელა.

„ფამაგუსტას „ანორთოსისს“ სურს, ფინანსური მდგომარეობა ზაფხულის ტრანსფერების ხარჯზე გააუმჯობესოს. გუნდს თავდასხმის გაძლიერება დასჭირდება, რადგან შესაძლოა, ნიკა კაჭარავამ გუნდი ნაადრევად დატოვოს,“ – წერს გამოცემა.

„24 სპორტს“ ამტკიცებს, რომ 25 წლის ქართველი თავდამსხმელით კვიპროსზე გაცილებით მდიდარი ლიგის კლუბები დაინტერესდებიან.

„კაჭარავა არის ფეხბურთელი, რომლის გაყიდვაც შესაძლებელია, რადგან კარგი სახელი აქვს და კარგი მენეჯერი წარმოადგენს, რომელსაც დიდი კავშირები გააჩნია,“ – წერია კვიპროსული გამოცემის სტატიაში.