კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისის“ თანადგომა ქვილითაიასგან კეთილშობილური საქციელი იყო #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისის“ თანადგომა ქვილითაიასგან კეთილშობილური საქციელი იყო #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია ყოფილ კლუბს, თემურ ქეცბაიას „ფამაგუსტას“ დაეხმარა – ამის შესახებ გამოცემა „სიგმალაივი“ წერს.

გიორგის ყოფილი კლუბი, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კრიზისშია – ამის გამო ფანებმა გუნდის მხარდასაჭერად თანხების შეგროვება დაიწყეს და უკვე 250 ათასი ევრო მიიღეს. ეს საკმარისი არაა, რადგან მიზანი 1.9 მილიონის შეგროვებაა.

აღმოჩნდა, რომ თემურ ქეცბაიას ამჟამინდელი გუნდის ერთ-ერთი შემომწირველი გიორგი ქვილითაია. „კეთილშობილი სული“, – ასეთი სათაურით გამოეხმაურა გამოცემა „სიგმალაივი“ ქართველი თავდამსხმელის საქციელს.

„კეთილშობილური საქციელი ქვილითაიასგან. გიორგი ქვილითაიას „ანორთოსისი“ არ დავიწყებია. „არისის“ თავდამსხმელმაც თავისი გზით შეუწყო ხელი გუნდის გადარჩენას და მის ანგარიშზე 1000 ევრო გადარიცხა. ეს გასაოცარი ჟესტია ქართველი თავდამსხმელისგან ყოფილი გუნდის მიმართ“, – წერს კვიპროსული გამოცემა.