კვიპროსში სოციალურმა მუშაკებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს

14:44, 23.10.2026

კვიპროსში სოციალურმა მუშაკებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს.

მედიის ცნობით, ისინი უსაფრთხოების გაუმჯობესებას, თანამშრომლების დამატებასა და სამსახურის რეორგანიზაციას ითხოვენ.

ამასთან, კვიპროსის სოციალურ საკითხთა სამინისტროსთან შეკრება გამართა ადგილობრივმა პროფკავშირმა, Isotita-მ. როგორც პროფკავშირის თავმჯდომარემ, პროდრომოს კრისტოფიმ განაცხადა, გაფიცვის მიზანია, უზრუნველყოს, რომ სოციალურმა მუშაკებმა შეძლონ მოვალეობების შეუფერხებლად შესრულება და სამუშაო დატვირთვის მართვა.

პროფკავშირის მთავარი მოთხოვაა დამატებითი პერსონალის დაქირავება სამუშაო დატვირთვის შესამცირებლად, გარდა ამისა,  მოითხოვს სოციალური მუშაკების პასუხისმგებლობის ფარგლებს მიღმა არსებული მოვალეობების გაუქმებას.

მსგავსი