კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

კვიპროსზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 42%-ით ლიდერობს კვიპროსის მოქმედი ლიდერი ნიკოს ანასტასიადისი, ხოლო მეორე ადგილზე მემარცხენე სტავროს მალასია. მას არჩევნებში მონაწილეთა 31%-მა მისცა ხმა. სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს მეორე ტურში.

ცესკო-ს პირველი წინასწარი მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი. მეორე ტური კი 4 თებერვალს გაიმართება.