კვიპროსში ქართველების გუნდები დამარცხდნენ #1TVSPORT
კვიპროსში ქართველების გუნდები დამარცხდნენ #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა, რომელშიც ქართველების გუნდები მონაწილეობდნენ და დამარცხდნენ.

დოქსამ“ საკუთარ მოედანზე „არისს“ უმასპინძლა და 1:2 წააგო. მასპინძელთა განაცხადში მოხვდა რეზი ინჯგია, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, მაგრამ არ უთამაშია. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ, სტუმრებმა კი საბოლოოდ, 2:1 მოიგეს.

გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემადგენლობაში, ავთო ებრალიძე კი ტრავმის გამო განაცხადში არ იყო. შეხვედრას დაძაბული ფონი უძღვოდა – სტუმართა ფანები სტადიონზე 30 წუთის დაგვიანებით შეუშვეს, „ანორთოსისს“ კი ადგილობრივმა მაყურებელმა ობსტრუქცია მოუწყო, მოედანზე მაშხალები ესროლეს და მატჩი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო.

ანგარიში 43-ე წუთზე „ომონიამ“ გახსნა – ლორიას ბრუნომ გაუტანა. 86-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს, გოლი ანდრონიკოს კაკულისმა გაიტანა და „ანორთოსისი“ 0:2 დამარცხდა.

9 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ (11 ქულა) მე-9 ადგილზეა, ხოლო „დოქსა“ (7) მე-12 პოზიციაზეა.