კვიპროსში მკვლელობების სერიის შემდეგ იუსტიციის მინისტრი იონას ნიკოლაუ გადადგა
კვიპროსში მკვლელობების სერიის შემდეგ იუსტიციის მინისტრი იონას ნიკოლაუ გადადგა

კვიპროსში მკვლელობების სერიის შემდეგ იუსტიციის მინისტრი იონას ნიკოლაუ გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გადადგომის შესახებ მინისტრმა პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ნიქოზიასთან ოთხი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. გამომძიებლები კიდევ სამ გაუჩინარებულს ეძებს, მათ შორის ექვსი და რვა წლის გოგონებს. პოლიციის განცხადებით, დაკავებულმა 35 წლის ოფიცერმა შვიდი მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, ის მსხვერპლს გაცნობის ვებგვერდის საშუალებით უკავშირდებოდა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, გაუჩინარებული ქალების საქმეების გამოძიებაში პოლიციის მხრიდან დაშვებული ხარვეზები გამოიკვეთა.

პირველი ცხედარი ნიქოზიასთან მდებარე მიტოვებულ დატბორილ მაღაროს შახტაში ტურისტებმა 14 აპრილს აღმოაჩინს. მოკლულებს შორის იდენტიფიცირებულია მხოლოდ ერთი მსხვერპლი – ის ფილიპინელი, 39 წლის მერი როუზ ტუბურსიოა. ის ექვსი წლის შვილთან ერთად გასული წლის მაისში გაუჩინარდა.