კვიპროსში აცხადებენ, რომ მომავალ წელს, ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში კვიპროსში დაგეგმილ სამიტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიიწვევენ
კვიპროსში განაცხადეს, რომ მომავალ წელს ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში კვიპროსში დაგეგმიმლ სამიტზე მთავარ მოწინააღმდეგეს, თურქეთის პრეზიდენტს მიიწვევს. კვიპროსი, რიგითობის პრინციპით, ევროკავშირის თავმჯდომარეობას 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჩაიბარებს.
ამ პერიოდის განმავლობაში კვიპროსში რეგიონის ლიდერების სამიტი იგეგმება, რომელიც ახლო აღმოსავეთის საკითხებს შეეხება. სწორედ ამ სამიტზე აპირებს კვიპროსი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევას.
„გეოგრაფიის შეცვლა შეუძლებელია, თურქეთი ყოველთვის იქნება კვიპროსის რესპუბლიკის მეზობელი სახელმწიფო. ბატონი ერდოღანი, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება ამ სამიტზე, რათა განვიხილოთ რეგიონში განვითარებული მოვლენები“, – განუცხადა ჟურნალისტებს კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდესმა.